ჩვენ შესახებ

შპს გზა არის წამყვანი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს 2005 წლიდან. 18 წლიანი გამოცდილებითა და ენთუზიაზმით ჩვენ წარმატებით დავასრულეთ არაერთი სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი - თამამად ვიტყვით, რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას.

ჩვენი ენერგიული, კრეატიული და მაღალკვალიფიციური ტექნიკური თუ ადმინისტრაციული პერსონალი ოსტატურად უმკლავდება ყველა სახისა და მასშტაბის სამშენებლო პროექტს. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ პაკეტს, სამშენებლო პროცესის უწყვეტი ანგარიშისა და პარტნიორებთან გამჭვირვალე ურთიერთობების ჩათვლით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს მშენებლობას, მიწის სამუშაოებსა და გზების კონსტრუქციას, სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას, პროექტებისა და მშენებლობების მენეჯმენტს, სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, გეოდეზიას, ლაბორატორიებსა და ვიდეო ინსპექტირებას.

გარდა ამისა, ჩვენს განკარგულებაშია შვილობილი კომპანიები - “Tower Group”, “Chateau Kvirike” და “Chalet Kvirike”, თითოეული უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მომსახურებასა და გამორჩეულ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია წარმატებულად გავაგრძელოთ შესრულება ისეთი ინოვაციური და მდგრადი პროექტებისა, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენს გარემოსა და ყოველდღიურობაზე. ჩვენ ვამაყობთ სრულყოფილების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულებით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ყველა პროექტის შესრულებას დროულად და წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

„თაუერ ჯგუფი“ არის სამშენებლო ჯგუფი „GZA“-ს შვილობილი კომპანია. „თაუერ ჯგუფის“ ისტორია კომპანია „გზადან“ დაიწყო. 2005 წლიდან დღემდე,

Tower Group-მა სწრაფად მოიპოვა სანდო და ინოვაციური კომპანიის რეპუტაცია თავისი გამოცდილებით, მიზნებით და უნიკალური,

თანამედროვე პროექტებით. თაუერ ჯგუფმა თავის პროფესიონალ და კრეატიულ გუნდთან ერთად ძალიან მოკლე დროში მოახერხა მასშტაბური პროექტების განხორციელება და დღესაც განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას ახალი პროექტებითა და იდეებით.

ჩვენ უზურნველვყოფთ თქვენს გრძელვადიან ინვესტიციას.