პროფესიონალიზმი, ინოვაციურობა, სანდოობა

ყველა გზა ჩვენკენ მოდის

შპს გზა სპეციალიზირებულია მშენებლობის პროცესის ყველა ასპექტში

ჩვენ ვაშენებთ

შენი ოცნების პროექტებს


აქამდე ჩვენი შრომითა და მონდომებით მოვედით

105

წარმატებული პროექტი

road_line

2000+Km

დაგებული გზა

2000 +კმ

დაგებული გზა

47

მძიმე & სამშენებლო ტექნიკა

18

წელი ბაზარზე

რას ვაკეთებთ

მულტი-დისციპლინარული

საინჟინრო გადაწყვეტილებები

ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებში მდგრადი და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საქმიანობა

მულტი-დისციპლინარული

საინჟინრო გადაწყვეტილებები

ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებში მდგრადი და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად.

Our latest news

დეველოპერული პროექტები

პანორამა

აპარტამენტები

შატო კვირიკე

სასტუმრო კომპლექსი

პიაცა რეზიდენსი

აპარტამენტები

შალე კვირიკე

სასტუმრო კომპლექსი

პანორამა ლისი

მიწის ნაკვეთები

პროფესიონალიზმი, ინოვაციურობა, სანდოობა

ყველა გზა ჩვენკენ მოდის

Subscribe newsletter

Businesses generally promote their brand, products, and services by identifying audience. No wonder that promotion strategy is one of the most important processes in marketing.

პანორამა

პანორამა მშენებარე 40 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ბათუმში და აერთიანებს მრავალფეროვან გარე თუ შიდა ინფრასტრუქტურას. კომპლექსი ასევე მოიცავს 8-სართულიან, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს. 

თანამედროვე სტილის აპარტამენტები, ბიზნეს ლაუნჯი, ღია აუზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, რესტორნები, ბარები, სქაი ბარი, მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილები, კაზინო, კომერციული ფართები და მრავალი სხვა. კომპლექსი იქნება სრულად კეთილმოწყობილი, გარემონტებული, აღჭურვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ყველა საჭირო ნივთით. გარდა ამისა, კომპლექსი საცალფეხო გადასასვლელებით დაუკავშირდება 3 დონიან პირსს ბარებითა და რესტორნებით. 

პანორამა შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე და მდიდრულ ცხოვრების წესს, ზღვის, მთის და ქალაქის გასაოცარი ხედებით.

შატო კვირიკე

შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები.

ანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელით. 

შატო კვირიკეს კონცეფციის შექმნისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო იდეალური დასვენებისთვის საჭირო კომპონენტების ერთ სივრცეში გაერთიანება, თანაც გვსურდა, რომ ეს სივრცე საინტერესო ყოფილიყო ყველა ტიპის დამსვენებლისთვის – როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მეგობრებისა თუ დიდი ოჯახებისთვის.

პიაცა რეზიდენსი

პიაცა რეზიდენსი” ჩვენი კიდევ ერთი უახლესი პროექტია, რომელიც ძველ ბათუმში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ ლოკაციაზე მდებარეობს.

18 სართულიანი საცხოვრებელ-საინვესტიციო პროექტის იდენტობის განმსაზღვრელად იქცა კერძო პიაცა, რომელიც "პიაცა რეზიდენსის" ეზოში მოეწყობა - ვენეციით, წყლის შადრევნებითა და მაღალი კლასის რესტორნით.

აქ დაგხვდებათ ნათელი ბინები იდეალური გეგმარებითა და გარანტირებული ხედებით.

"პიაცა რეზიდენსი" ძველი ბათუმის ახალი ისტორიის დასაწყისია.

შალე კვირიკე

შალე კვირიკე ზღვის დონიდან 1 050 მეტრზე მდებარე სასტუმრო კომპლექსია, რომელიც აერთიანებს 20 მიმხიბვლელ შალესა და რესტორანს. 

კომპლექსი მთლიანად ჩაძირულია ბუნებაში და გაძლევთ შესაძლებლობას დატკბეთ დასავლეთ საქართველოს უნიკალური პანორამული ხედებით. 

ჩვენ მიერ შალე კვირიკეს შექმნით ქობულეთის რეგიონში გაჩნდა ახალი ტურისტული ლოკაცია და მიმართულება, რომელიც ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას თავაზობს.

პანორამა ლისი

თაუერ ჯგუფის ახალი პროექტი “ლისი პანორამა” ლისის ტბის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე მდებარეობს. 

პროექტი ქალაქიდან მოშორებით, თუმცა მასთან ახლოს – ულამაზეს ბუნებაში, ტყისა და ქალაქის ხედებით, მიწის 44 ინდივიდუალურ ნაკვეთს აერთიანებს. თითეულ ნაკვეთი არის საცხოვრებელი ზონა – მეპატრონეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის დაწყება უმოკლეს ვადებში შეეძლება, რადგან მიწის თითოეულ ნაკვეთზე უკვე დამტკიცებულია განაშენებიანების გეგმა. 

თითოეულ ნაკვეთთან მიყვანილი იქნება ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი, გზა და კანალიზაცია. გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ საპარკინგე ადგილები, სტადიონი, საფეხმავლო ბილიკები და კომერციული სივრცეები.