პროექტის შესახებ
$102.2 მილიონიანი პროექტის ფარგლებში დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის მთავარი გზის დაახლოებით 245 კილომეტრის რეაბილიტაცია და მშენებლობა. გზის მარშრუტი:
თელეთი-კოდა-წალკა;
წალკა-ნინოწმინდა;
ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი;
ახალქალაქი-თურქეთის საზღვარი;
მონაკვეთი - ხერთვისი-ვარძია.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება განსაზღვრული 2007 წელს. ამ დრომდე, განხორციელდება გზის წინანსწარი სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარკვებული გერმანული კომპანია ”კოქს კონსალტი”, მის ქართველ პარეტნიორთან ”ბითი”-სთან ერთად. წინასწარი სამუშაოები ითვალისწინებს სამცხე ჯავახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაციის ტექნიკურ - ეკონომიკურ შესწავლას , გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და საბოლოო დაპროექტების მომზადებას . ”კოქს კონსალტი” უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბებასა და სამუშაოების დაწყებას .
გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი დაფინანსება მოხდა 4.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარი გრანტიდან , რომელიც 2005 წლის ივლისში საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის დადებული 609 გ საგრანტო ხელშეკრულებით გაფორმდა .
|