(+995) 042 221111
gzabatmi@mail.ru

ჩვენს შესახებ

დაარსებისდან, ანუ 2005 წლიდან მოყოლებული შპს. "გზა" წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად შპს. "გზა"-მ არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი. ბათუმსა და ქობულეთში განლაგებული ოფისები დაკომპლექტებულია ენერგიული და აქტიური მაღალკვალიფიციური ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალით, რომელიც ადვილად ართმევს თავს ყველა სახისა და მასშტაბის სამშენებლო პროექტს. ამასთან, საქმიანობის სფეროში მომსახურების ხარისხისა და “ნოუ-ჰაუ”-ს ამაღლების მიზნით მუდმივად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან. შპს. “გზა”-ს აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი პარკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ის არის ლიდერი ასფალტისა და ბეტონის წარმოებაში და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს რეგიონით დაინტერესებული ნებისმიერი უცხოური კომპანიის გამორჩეული პარტნიორი.

ფინანსური მაჩვენებლები

საქმიანობის სფეროები

  • დამბები და ჰიდროელექტრო სადგურები
  • ირიგაციისა და ამოშრობის პროექტები
  • გზები, ხიდები და გვირაბები
  • მიწის სამუშაოები
  • სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების ქსელი
  • სამთო და საკარიერო სამუშაოები
  • ბურღვა და ცემენტის დამუშავება
  • შენობები და ინდუსტრიული საწარმოები
  • საცხოვრებელი ბინები და გასართობი კომპლექსები
  • სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
  • აეროპორტები
  • პორტები, გაზსადენები და ნავთობსადენები

კომპანიის პოლიტიკა

 

პოლიტიკა ხარისხის სფეროში

შპს ”გზა” ისწრაფვის იყოს ლიდერი კონკრეტულ ბაზარზე, სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები და ამით გაამართლოს მასზე დამყარებული ნდობა. ჩვენი პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიმართულია დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების, რესურსების და პროცესების მუდმივი გაუმჯობესებისა და სრულყოფისაკენ, რათა ავამაღლოთ მომხმარებლის კმაყოფილების დონე.

 

ეკოლოგიური პოლიტიკა

შპს გზა გააცნობს კომპანიის სამუშაო ობიექტებსა და ოფისებში დასაქმებულ პერსონალს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მასალებს მუდმივი ეკოლოგიური კონტროლის სისტემის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ითანამშრომლებს ყველა საზოგადოებრივ სექტორთან გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით.
კომპანიის ძირითადი პრინციპი მუდამ იქნება ენერგიის ყაირათიანი ხარჯვა, ბუნებრივი რესურსის სწორი მოხმარება, საწარმოო ნარჩენების შემცირება,  მათი  გადამუშავება და ხელახალი გამოყენება ეროვნული ეკონომიკის ინტერესთა დაცვის მიზნით. ეს კი თავის მხრივ  გულისხმობს ტექნოლოგიის – ეკონომიკის – ეკოლოგიის ინტეგრაციას. 

 

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

იცავს ყველა არსებულ წესსა და კანონს კომპანიის ყველაზე ძვირფასი რესურსის თანამშრომლების შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყოველ ღონეს ხმარობს უბედურ შემთხვევათა მინიმუმამდე დასაყვანად და შესაბამისად შრომითი ეფექტურობის, ხარისხისა და ნაყოფიერების ასამაღლებლად. მომსახურე პერსონალს უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციით აღნიშნულ სფეროში თანამდებობრივ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით, სათანადო ტრეინინგების მოწყობის გზით. ხელმძღვანელობს სლოგანით " არცერთი უბედური შემთხვევა" და ყოველ ღონეს ხმარობს პერსონალის შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად, რისთვისაც უზრუნველყოფს ჯანმრთელ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უკლებლივ ყველა თანამშრომლისათვის. შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად დაისახავს ახალ მიზნებს და შეიმუშავებს ახალ გეგმებს.

ადამიანური რესურსები

პერსონალის თითოეული წევრის კოპმპეტენტურობა განისაზღვრება პროფესიონალური მომზადების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დონით. შრომისუნარიანობის შეფასების შემდეგ ისახება მუშაკთა შესაძლებლობათა ზრდის გეგმა. ხოლო მათი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები რეგულარულად აწყობენ სხვადასხვა სახის ტრეინინგებს მენეჯერების, ინჟინრების, ოსტატებისა და ოპერატორებისათვის. სამუშაო ობიექტზე შპს. “გზა” იღებს ყველა საჭირო ზომას რათა უზრუნველყოს შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება, თავიდან აიცილოს შესაძლო ზარალი და/ან რისკი, უბედური შემთხვევები და პროფესიონალური დაავადებანი, რაც მუდმივად თან ახლავს სამშენებლო საქმიანობას. თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად და შესაძლო უბედური შემთხვევების აღმოსაფხვრელად ტარდება ტრეინინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა დამცავი-სამაშველო აღჭურვილობა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების ნიშნები, ავარიული სიტუაციები, ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობა და სხვა. თანამშრომელთა ნორმალური ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად ეწყობა სხვადასხვა სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებები. ტრეინინგების გავლის საშუალება ეძლევათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, ხოლო მათ შორის წარმატებულნი ჯილდოვდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სტიპენდიებით. შესაბამისი ტრეინინგის გავლის შემდეგ მონაწილეები პრაქტიკაში იყენებენ შეძენილ უნარ-ჩვევებს.


პერსონალი

პროექტის მენეჯერი5
საიტის მენეჯერი8
აითი მენეჯერი1
საიტის ინჟინერი (სამოქალაქო სამუშაოები)3
საიტის ინჟინერი (ელექტრო სამუშაოები)3
საიტის ინჟინერი (მექ. სამუშაოები)3
არქიტექტორი1
ტექნიკოსი28
ოპერატორი125
მუშა (სამოქალაქო სამუშაოები)190
მუშა (ელექტრო სამუშაოები)40
მუშა (მექ. სამუშაოები)83
ბუღალტერი8
მთარგმნელი4
დაცვა21