ადამიანური რესურსები » ადამიანური რესურსები
პერსონალის თითოეული წევრის კოპმპეტენტურობა განისაზღვრება  პროფესიონალური მომზადების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დონით. შრომისუნარიანობის შეფასების შემდეგ ისახება მუშაკთა შესაძლებლობათა ზრდის გეგმა. ხოლო მათი  პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები რეგულარულად აწყობენ  სხვადასხვა სახის ტრეინინგებს მენეჯერების, ინჟინრების, ოსტატებისა და ოპერატორებისათვის.
სამუშაო ობიექტზე  შპს. “გზა” იღებს ყველა საჭირო ზომას რათა უზრუნველყოს შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება,  თავიდან აიცილოს შესაძლო ზარალი და/ან რისკი, უბედური შემთხვევები და პროფესიონალური დაავადებანი, რაც მუდმივად  თან ახლავს სამშენებლო საქმიანობას. თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად და შესაძლო უბედური შემთხვევების აღმოსაფხვრელად ტარდება ტრეინინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა დამცავი-სამაშველო აღჭურვილობა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების ნიშნები, ავარიული სიტუაციები, ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობა და სხვა. თანამშრომელთა ნორმალური ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად  ეწყობა სხვადასხვა სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებები. ტრეინინგების გავლის საშუალება ეძლევათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, ხოლო მათ შორის წარმატებულნი ჯილდოვდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სტიპენდიებით. შესაბამისი ტრეინინგის გავლის შემდეგ მონაწილეები პრაქტიკაში იყენებენ შეძენილ უნარ-ჩვევებს.
 
 
Designed & Developed By Alphatelecom